|
უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული - უბედო, ბედუკუღმართი, შავ დღეზე გაჩენილი.
უკან დახევა - განზრახვაზე ხელის აღება.
უკანასკნელ სისხლის წვეთამდე - სანამ ცოცხალია, სიკვდილამდე, ვიდრე ძალ-ღონე შესწევს.
უკუღმა დაბადებული - უკუღმართი, უხეირო, უხამსი, ბოროტი.
უფალმა მიიღო - გარდაიცვალა, მიაბარა სული უფალს.
უფსკრულის პირას დგომა - საფრთხეში, განსაცდელში ყოფნა, დაღუპვის მოლოდინში ყოფნა.
უფსკრულისაკენ მიექანება - დაღუპვის გზაზე მიდის, ხიფათი მოელის.
უღლის გადაგდება (კისრიდან) - ჩაგვრისგან, ექსპლუატაციისგან განთავისუფლება, თავისუფლების მოპოვება.
უღლის დადგმა (კისერზე) - დამონება, ჩაგვრა, დამორჩილება.
უყარე კაკალი - რამდენიც უნდა ეცადო, ვერას გახდები, მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებ, გვიანღა იქნება.