ქართული იდიომები

ჩაილურის წყალი დალია - უკვალოდ გაქრა, უქმად ჩაიარა, დავიწყებას მიეცა.

ჩირქის მოცხება - შერცხვენა, სახელის გატეხა; შეურაცხყოფის მიყენება, ცილის დაწამება.

ჩიხში მომწყვდევა - გამოუვალ მდგომარეობაში მოქცევა.

ჩრდილის მიდგომა - მნიშვნელობის, ღირსების შემცირება, დაჩრდილვა, გაუფასურება.

ჩრდილის მიყენება - მნიშვნელობის, ღირსების შემცირება, ფასის დაკარგვინება, დაჩრდილვა, გაუფასურება.