|
ია-ვარდს უფენს - ალერსიანად, ტკბილად ექცევა, თავს ევლება
ილაჯის გაწყვეტა - დაქანცვა, დასუსტება, ძალის გამოცლა, ქანცის გაწყვეტა; თავის მობეზრება, შეწუხება (ილაჯი მომდინარეობს არაბულიდან და ნიშნავს: საშუალება, წამალი, მკურნალობა)
იოტის ოდენა - ძალიან პატარა, სულ მცირე, ერთი ბეწვი
იოტის ოდენად - ოდნავ, სულ ცოტათი
ირმის ნახტომი - ღამით ცის თაღზე გავლებული, უამრავ ვარსკვლავთაგან შედგენილი ოდნავ მოელვარე ზოლი
იხტიბარს არ იტეხს - გულს არ იტეხს, იმედს არ კარგავს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნას არ იმჩნევს (არაბულად იხთიბარ ნისნავს გამოცდილებას, მოხერხებასს)