|
ღვთის ანაბარა(დ) - უპატრონოდ, ზრინვა-პატრონობის გარეშე.
ღვთის გარეგანი - დაუნდობელი, შეუბრალებელი, ვერაგი, უწყალო, ღვთის პირიდან გავარდნილი.
ღვთის გულისათვის - იხმარება თხოვნის გამოსახატავად, ნიშნავს დაახლოებით: თუ კაცი ხარ, თუ ძმა ხარ, თუ ღმერთი გწამს.
ღვთის პირიდან გავარდნილი - დაუნდობელი, შეუბრალებელი, ვერაგი.
ღვთის წინაშე - სიმართლე რომ ვთქვათ, ტყუილი რომ არა ვთქვათ; ნამდვილად.
ღმერთს შეხედე - გონივრულად, კანონიერად, ადამიანურად მოიქეცი.
ღობე-ყორეს მოდება - უთავბოლოდ, უგზოუკვლოდ, უაზროდ მოქმედება ან ლაპარაკი.