ქართული იდიომები

ჭირი მო(გვ)ჭამა - დაიღუპა, მოკვდა, გაქრა, აღარ არსებობს, თქვენი ჭირი წაიღო.

ჭკუაში დაჯდომა / ჭკუაში მოსვლა - მოწონება, დასაშვებად მიჩნევა.

ჭკუის კოლოფი - ჭკვიანი ადამიანი; უჭკუო, სულელი.

ჭკუის წაგება - უჭკუოდ, უგუნურად მოქცევა.

ჭურში ჯდომა - ჩამორჩენილობა, უვიცობა, უმეცრება, კარჩაკეტილობა.