ქართული იდიომები

ოთხში ამოღება - დაუზოგავად ცემა, ჯავრის ამოყრა, შავი დღის დაყრა; გაუჭრელად გატყავება, მთლიანად ტყავის გაძრობა

ორ სკამზე ჯდომა - მერყეობა, უპრინციპობა

ორ ცეცხლშუა ყოფნა - გამოუვალ მდგომარეობაში, განსაცდელში ყოფნა, ძნელი არჩევანის წინაშე ყოფნა

ორ წყალშუა დგომა - ძნელი არჩევანის წინაშე ყოფნა, გამოუვალ, მძიმე მდგომარეობაში ყოფნა

ორმოს უთხრის - ღალატობს, საფლავს უმზადებს, მახეს უგებს