|
ტალახში ამოსვრა - შერცხვენა, სახელის გატეხა, ლაფში ამოსვრა.
ტანში ჟრუანტელის დავლა - გაჟრჟოლება (რაიმე განცდის გამო).
ტაშს უკრავს - იწონებს, აღტაცებით ხვდება.
ტვინი აქვს ნაღრძობი - უკუღმართი, არანომარლურია, ახირებულია.
ტვინის ადუღება - გაბრაზება, აღელვება, აღშფოთება, მოთმინებიდან გამოყვანა.
ტვინის არევა - შეწუხება; შეშლა, გადარევა.
ტვინის გამოლაყება - გამოტვინება, გამოშტერება, გონების დაჩლუნგება.
ტვინის წაღება - შეწუხება, თავის მობეზრება, გულის გაწყალება.
ტუჩებზე დედის რძე არ შეშრობია - ძალიან პატარაა (ასაკით), ბავშვია, გამოუცდელია, გუშინდელი ღლაპია.
ტუჩ(ებ)ის აბზუება - არაფრად ჩაგდება, უკადრისობის გამოხატვა, დაწუნება.
ტყავიდან ძვრება - ყოველ ღონეს ხმარობს, შესაძლებლობას არ ზოგავს.
ტყავის გაძრობა - მკაცრად მოპყრობა, დატუქსვა, შავი დღის დაყრა; დაჩაგვრა, გაყვლეფა, მძიმე პირობებში ჩაყენება; ცემა; ძალიან ძვირად მიყიდვა.
ტყემალზე ზის - არაფერი გაეგება, არაფერი იცის (რისამე შესახებ).