|
წამწამზე უზის - სულ ახსოვს, მუდამ თვალწინ უდგას.
წარბის გახსნა - გამხიარულება, კარგ ხასიათზე დადგომა, შუბლის გახსნა.
წარბის შეკვრა - მოღუშვა, გაბრაზება, შუბლის შეკვრა.
წარბი(ც) არ შეიხარა - არ შეშინდა, არ შედრკა; არაფრად ჩააგდო (განსაცდელი, მძიმე საქმე).
წელებზე ფეხს იდგამს - თავგამოდებით შრომობს, მძიმე ჯაფაშია.
წელის მომაგრება - იხ. წელის გამართვა.
წელის მოწყვეტა - დაქანცვა, ილაჯის გაწყვეტა, ძალის გამოლევა; შეშინება, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა.
წელში გამართვა - მოღონიერება, გაძლიერება, განმტკიცება, ძალის მომატება.
წელში გატეხა - ძლიერ დასუსტება, დაუძლურება, ძალ-ღონის გამოცლა, წელში გაწყვეტა.
წელში გაწყვეტა - იხ. წელში გატეხა.
წერას აუტანია - ისე იქცევა, რომ შეიძლება დაიღუპოს, ცუდი რამე შეემთხვას.
წერილი წაიღო - მოკვდა, გამოესალმა წუთისოფელს.
წერტილის დასმა - (თხრობის, ამბის...) გათავება, შეწყვეტა.
წვეთი ზღვაში - სულ ცოტა, სულ მცირე (რამესთან შედარებით).
წითელ კვერცხს უგორებს - ელოლიავება, ცდილობს ასიამოვნოს, ყველაფერში უთმობს, მისი გულის მოგებას ცდილობს.
წითელი კოჭი - ვითომც ყველაზე უკეთესი, განსაკუთრებული, გამორჩეული.
წინ აღუდგა - წინააღმდეგობა გაუწია
წინ დადგომა - წინააღმდეგობის გაწევა, გზაზე გადაღობვა; ჯობნა.
წინ წაწევა - დაწინაურება, წარმატების მიღწევა, უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა.
წისქვილის ქვის დატრიალება თავზე - ბევრი გაჭირვების, ტანჯვა-წვალების გამოვლა.
წიხლის დაჭერა - დაჩაგვრა, შევიწროება, გაქელვა.
წმინდა წყლის - წესიერი, სინდისიერი, პატიოსანი; ნამდვილი, აშკარა.
წრეს გადასვლა - გადაჭრბება, ზომიერების ფარგლებიდან გამოსვლა, საზღვარს გადასვლა.
წრეს გადასული - გადაჭარბებული, საზღვარს გადასული.
წუთისოფლის გამოსალმება - მოკვლა, სიკვდილი, სიცოცხლის გამოსალმება.
წყალი არ გაუვა - უდავოა, უეჭველია, ნამდვილია.
წყალი შეუდგა - სიმტკიცე მოაკლდა, საფუძველი შეერყა.
წყალს ასხამს (ვისიმე) წისქვილზე - ეხმარება (ვისმე), (ვისიმე) სასარგებლოდ მოქმედებს.
წყალში გადაყრა - უსარგებლოდ დაკარგვა, დაღუპვა; არდაფასება (ამაგისა, სიკეთისა...).
წყლიდან მშრალი (გ)ამოსვლა - თავის გამართლება, თავის მოხერხებულად დაძვრენა (გაჭირვებიდან, ჩადენილი დანაშაულიდან).
წყლის ამღვრევა - განზრახ შფოთის, არეულობის გამოწვევა, მდგომარეობის გამწვავება.
წყლის ნაყვა - უსარგებლო რისამე კეთება, უაზრო, ფუჭი შრომა.