|
ბაბილონის გოდლის აშენება - ღრიანცელი, უაზრო ხმაური, არევ-დარევა, უთავბოლობა. (ბიბლიის მიხედვით, ბაბილონის ძლიერი სამეფოს შემქმნელმა ვინმე ნიმროდმა, მთელ ქვეყანაზე გაბატონების მიზნით, დაიწყო გოდოლის ანუ მაღალი კოშკის აშენება, რომელიც ცას უნდა მიბჯენოდა. ნიმროდის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა გოდოლის უმარავ მშენებელს აურია ენა - თითოეული მათგანი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა და, ამდენად, მოუსპო ურთიერთგაგებინების საშუალება. ამან გამოიწვია უთავბოლობა, არევ-დარევა და მშენებლობის ჩაშლა).
ბადეში გაბმა/ბადეში გახვევა - გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნა, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა
ბადის გაბმა - მახის დაგება, საფრთხის, განსაცდელის შექმნა, ხრიკების მოწყობა
ბაი-ბუ(რ)ად არ აგდებს - არაფრად აგდებს, ყურსაც არ იბერტყავს, ყურადღებას არ აქცევს
ბანის მიცემა - აყოლა, გამოხმაურება; დადასტურება, დათანხმება
ბარგის აკვრა - წასვლა, აყრა, სამყოფი ადგილის დატოვება.
ბდღვირის ადენა - განადგურება, გაცამტვერება; ცემა, ზურგზე ბოლის ადენა
ბედის გაღიმება - მოულოდნელად კარგი რამის შემთხვევა, ბედის წევა.
ბედის გაშავება - გაუბედურება
ბედის ვარსკვლავი - საყვარელი არსება; საქმრო, საცოლე
ბედის კარზე მიდგომა - ბედნიერი შემთხვევის მოსვლა
ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული - ბედნიერი, ცხოვრებაში ხელმომართული
ბევრმა წყალმა ჩაიარა (რისამე შემდეგ) - დიდი დრო გავიდა (რისამე შემდეგ)
ბეწვზე ჰკიდია - საფრთხეშია, განსაცდელშია
ბეწვის ხიდზე გავლა - საფრთხის, განსაცდელის გამოვლა
ბეჭდის დასმა - კვალის დაჩნევა, დაღის დასმა
ბიაბრუდ გახდა - შერცხვენა, შეურაცხყოფა, გაბიაბურება (სპარსულად ბიაბრუ ნიშნავს: უპირისწყლო, უსინდისო)
ბიძაშვილების მოსვლა - ძჲლის მოკიდება
ბნელეთის მოციქული/ბნელეთის ქურუმი - რეაციული, შავბნელი პიროვნება
ბოლთის კვრა/ბოლთის ცემა - მცირე მანძილზე წინ და უკან სიარული (მეტწილად დაფიქრებული ან გაბრაზებული)
ბოლოს მოღება - მოსპობა, განადგურება; მოკვლა; დამთავრება, დასრულება; შეწყვეტა
ბრმა იარაღი - ვისიმე ნებასურვილის (ჩვეულებრივ, არაკეთილსინდისიერისა) შეუგნებლად აღმსრულებელი
ბუზანკალის შეძრომა - ახირებული მოქცევა, მოულოდნელად წყენა, გულის მოკვლა; აწრიალება
ბუზების თვლა (ჭერში) - უსაქმურობა, უქნარობა, გულხელდაკრეფილი ყოფნა
ბუზიც არ აფრენია - ცუდი არაფერი მოსვლია, დამშვიდებულად არის
ბუზსაც ვერ აუფრენს - ვერას უზამს, ვერაფერს დააკლებს, თითსაც ვერ დააკარებს
ბურთის გატანა/ლელოს გატანა - გამარჯვება, მიზნის მიღწევა, განზრახული საქმის გაკეთება
ბურთისა და მოედნის დარჩენა - გამარჯვება, მდგომარეობის სრულ ბატონ-პატრონად გახდომა, სამოქმედო ასპარეზის დარჩენა. მაგ., (ლუარსაბი) თრთის ცალკე შიშისაგან, ცალკე ჯავრისაგან, რომ დავითსა რჩება ბურთი და მოედანი (ილია)