
კალენდარი - თევზი
მუყაოსაგან გამოჭერით თევზის გამოსახულება. დახატეთ ზედ შვიდი პატარა ფანჯარა და ამოჭერით. ამ ფანჯრების გასწვრივ მიაწერეთ კვირის დღეები. ზემოთ მოთავსებულ თვალში ჩააწერეთ წელი. გამოჭერით ქაღალდის გრძელი ზოლი, გაუყარეთ კალენდარში ისე, როგორც ნახატზეა ნაჩვენები და შეკარით რკალი, ე.ი. ბოლოები შეაწებეთ. შემდეგ აიღეთ ახალი კალენდარი და თვის მიხედვით ჩაწერეთ ამოჭრილ ფანჯრებში რიცხვები, თანდათან აამოძრავეთ ქაღალდის შეკრული რგოლი და სწერეთ რიცხვები თვის ბოლომდე. კვირა დღეები აღნიშნეთ წითელი ფლომასტერით. ასე შეგიძლიათ ყოველ თვეს შეცვალოთ კალენდრის თეთრი „რკალი“.

მასალა ამოღებულია ნელი ოქროპირიძის
წიგნიდან „ფანტაზია და მარჯვე ხელები“
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი, 1985წ.