ნაძვის ხე

საახალწლოდ მეტად მარტივი ნაძვის ხე შეგიძლიათ გააკეთოთ. აიღეთ სამი მოგრძო ქაღალდი, ერთმანეთს დაადეთ და შუაზე მოკეცეთ, დახატეთ ნაძვის ნახევარი მხარე, როგორც ნახაზზეა მოცემული, შემდეგ გამოჭერით, ცალ-ცალკე მოკეცილი ნაძვები ერთიმეორეს ნახევარი გვერდებით შეაწებეთ და დადგით. ასეთი პატარა ნაძვის ხეებით შეგიძლიათ მორთოთ თქვენი ოთახი.
მასალა ამოღებულია ნელი ოქროპირიძის
წიგნიდან „ფანტაზია და მარჯვე ხელები“
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი, 1985წ.