გოგონა - ნაძვის ხე

მწვანე ხავერდის ქაღალდისაგან შეგიძლიათ გააკეთოთ გოგონა - ნაძვის ხე. სახე ვარდისფრად შეუღებეთ, თავზე დაუმაგრეთ ბაბთა. ცალეკე გამოჭერით ნაძვის ხის „კაბის“ ნაწილები და გრძელ მუყაოს ღეროზე დაამაგრეთ. ნაძვის ხის ფეხი ორად გაყავით და საყრდენზე დააწებეთ. ნაძვის ხის გოგონას დაუხატეთ თვალები, ცხვირი და პირი.

მასალა ამოღებულია ნელი ოქროპირიძის წიგნიდან „ფანტაზია და მარჯვე ხელები“
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი, 1985წ.