ჭერზე ჩამოსაკიდებელი სამკაული

აიღეთ 2-3 სმ სიგანის მუყაოს გრძელი ზოლი. შეკარით წრეხაზი. გარშემო დააწებეთ ზოლებად დაჭრილი ფერადი ქაღალდები, ისე, როგორც ნახატზეა მოცემული. ქაღალდების ზედა ბოლოები კანაფით შეკარით, შემდეგ ცალკე ფერადი ქაღალდებისაგან დაამზადეთ მრგვალი და ოთხკუთხედი მედალიონები, რომლის შუაგულში ნებისმიერი ფიგურები იქნება დაწებებული და ზოლებად დაშვებულ ფერად ქაღალდებზე აქა-იქ დააწებეთ.

მასალა ამოღებულია ნელი ოქროპირიძის წიგნიდან „ფანტაზია და მარჯვე ხელები“
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი, 1985წ.