კალენდარი ბეჰემოთი

აიღეთ სქელი მუყაო ანდა ფანერა. ნახატის მიხედვით გამოჭერით კედელზე დასამაგრებელი ნაწილი, გაუკეთეთ მუყაოს ყელსაბამი. მუყაოსა და სქელი ქაღალდისაგან გამოჭერით 6 ცალი ფურცელი სწორედ ისეთი ფორმისა, როგოც ნახატზეა მოცემული. დაყავით რგოლებად და ამ რგოლებში ჩააწებეთ ახალი წლის კალენდრიდან ამოჭრილი ციფრები თვეების მიხედვით. ფურცლები ისე შეაერთეთ, რომ მისი გაშლა და დახურვა ადვილად შეიძლებოდეს, შემდეგ კედელზე დამაგრებულ სიბრტყეზე დააწებეთ. კალენდრის აკინძული ფურცლები წლის დროის მიხედვით სხვადასხვა ფერით უნდა შეღებოთ.

მასალა ამოღებულია ნელი ოქროპირიძის წიგნიდან „ფანტაზია და მარჯვე ხელები“
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი, 1985წ.