ენის გასატეხები

1. ჭინჭარში ჭიჭინობელა ჭიანურივით ჭიჭინებს.

2. ხე – ვასური, ვარვალახე, მარიამახე, კვაწარახე.

3. თამთა თეთრ თუთას თქაფთქაფით ჭამდა.

4. ყვავო, ყვავო, ყვანჩალა, აქ რამ მოგაჩანჩალა?

5. გოგლი-მოგლი გოგო ლალამ შეაჭამა დედოფალას.

6. აბლი-ბაბლი ქვეყნის ბარგი.

7. ალიხე, მალიხე, სალიხე, სიკინჭალიხე.

8. კაჭაჭში კჭკაჭი ჭიანჭველას არ აჭაჭანებს.

9. ჩიტი, ჩიტი ჩიკოტელა, ჩიტი მყავდა ჩელტის ხელა.

10. ჭინჭარი ჭირის ჭირია.

11. აცა, ბაცა, ბაცანიკი.

12. შენი ფეხი ფეხმანდუკი.

13. ჩინეთიდან ჩინელებმა ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდანში ჩაყარეს და ჩაატარ-ჩამოატარეს.

14. პატარა ბოსტანი მქონდა, ვკენჭე, ვკენჭე, ვერ ავკენჭე.

15. ქარიშხალი ატეხილა, ტყეზე რისხვად დატეხილა.

16. ალახია, მალახია, თავს ახურავს ბალახია.

17. აზლი-აზანბალენი, კაცნი ჩიბუხ-ტარენი.

18. არაშვილო, თარაშვილო, დაო ბოსტოღანაშვილო.

19. თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა.

20. აბლაბუდა, მაბლაბუდა, შიგ ობობა გაბლანდულა.

21. იწილო-ბიწილო, წიწინა წიწილო.

22. თათარი თეთრ თუთას თეთრ თეფშზე ყრიდა.

23. დაფაციცებულნი ფრინველნი უფრო დაფაციფუცდებიან.

24. საყდარშია თეთრი მტრედი, ფრთათეთრი და ფრთაფარფატა.

25. ჭია ჭიჭინაძე ჭიშკართან ჭრიჭინას ჭრილობას ჭინჭრით უხვევდა.

26. ბაყაყი წყალში ყიყინებს.

27. შარიანი შარისათვის შარს დაეძებს შარა-შარა.

28. ყვავი ყვა-ყვას ყრანტალებსო, ყორანი კი აჯავრებსო.

29. წამხედურმა წაიხედა, ცალი ფეხი წაიტეხა.

30. კუბიკში რომ კუბიკია, იმ კუბიკში კუბიკი დევს.

31. კაპიკი გაკაპიკებულა, საკაპიკეში ჩაკაპიკებულა.

32. ნაბუქოდონოსორმეფე განაბუქოდონოსორმეფებულა.