გიორგი წერეთელი
მატარებელი
გზაში გარბის ათი სახლი,
უკან მისდევს დათვი სახრით;
ხვრელში შედის ბაგაბუგით,
ხიდზე გადის დაგადუგით,
მოსახვევში - ჯახაჯუხით,
გაშლილ გზაზე - ტაკა-ტუკით.
ხეობაში - ბაქაბუქით,
სადგურებში - ჩაქაჩუქით. ბაგაბუგი,
დაგადუგი,
ჯახაჯუხი,
ჩახაჩუხი,
ტაკატუკი,
ბაქაბუქი,წითელი რომ ნახა შუქი,
წინა სახლმა დაჰკრა ბუკი: - დუ-დუ, დუ-დუ,
ჩუ-ჩუ, ჩუ-ჩუ, და შეწყვიტა ჩაქაჩუქი.
გადმოვიდნენ ბაქაბუქით
დაგვალული დათუჩები,
დაუარეს ბაქანს ბუქნით,
დაიცვითეს ფაჩუჩები.