
სახალისო ამოცანები (ნაწ. 3)
პასუხის სანახავად მონიშნეთ ფრჩხილებში მოქცეული სივრცე
შედიხათ ბნელ
ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად? რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში
არავის ახსოვს და არავინ იცის? მარტოხელა ღამის დარაჯი დღისით გარდაიცვალა,
დაენიშნება თუ არა მის ცოლს პენსია? ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31
რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი? წელიწადის რამდენი თვეა ისეთი, რომელიც შეიცავს
30 რიცხვს? რა უნდა იცოდეს სასრაფოთი გამოძახებულმა ექიმმა,
სანამ ავადმყოფთან მივა? დაღლილი კაცი დასაძინებლად დაწვა საღამოს 7
საათზე, მაღვიძარა კი დააყენა დილის 9 საათზე. რამდენი საათი ეძინა კაცს? საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნება
დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე - 26 მაისი. არის თუ არა ინდოეთში 26 მაისი? ირაკლის გზაზე შეხვდა ორი მამა და ორი შვილი. ის
კი ამბობს, რომ მას მხოლოდ სამი ადამიანი შეხვდა. მართალია თუ არა ირაკლი? რომელი ქვეყნის სახელია, თავზე რომ ვიხურავთ? რომელი მდინარის სახელია, გზატკეცილზე რომ დადის? სწორია თუ არა გამონათქვამი: „ავტომანქანამ ერთ
საათში გაიარა 60 კილომეტრი“? რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს
მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს? სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა.
ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს? კალათაში ხუთი ბანანია. როგორ გავუნაწილოთ ისინი
ხუთ ბავშვს ისე, რომ ყველას შეხვდეს თითო ბანანი და კალათაშიც დარჩეს ერთი
ბანანი? ეტლმა, რომელშიც შებმული იყო ორი ცხენი გაიარა 10
კმ. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა? ბავშვმა აიღო 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, მიაკრა
ისინი ერთ მანეთს და ჩაუშვა ცარიელ ყულაბაში. რა თანხა იქნება ახლა ყულაბაში? ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა.
რამდენი მწყერი დარჩა ხეზე? 60º-იან კუთხეს
უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება
ეს კუთხე? ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი
სანთელი დარჩებოდა?
პასუხი: (ასანთს)
პასუხი: (არავის ახსოვს, როდის დაიბადა და არავინ იცის,
როდის მოკვდება)
პასუხი: (არა, რადგან ის მარტოხელა იყო, ანუ ცოლი არ
ჰყავდა)
პასუხი: (28 რიცხვი ყველა თვეშია)
პასუხი: (ასეთია 11 თვე)
პასუხი: (ავადმყოფის მისამართი)
პასუხი: (კაცს ეძინა 2 საათი)
პასუხი: (რა თქმა უნდა, არის)
პასუხი: (მართალია, რადგან მას შეხვდა მამა, შვილი და
შვილიშვილი)
პასუხი: (პანამა)
პასუხი: (ვოლგა)
პასუხი: (არ არის სწორი: 60 კმ-იანი საათი არ არსებობს.
უნდა ითქვას: „1 სთ-ის განმავლობაში გაიარა“)
პასუხი: (არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ
უნდა იყოს „ოცდასამი“)
პასუხი: (დიასახლისს დარჩა 6 ინდაური)
პასუხი: (ერთ ბავშვს კალათიანად უნდა მივცეთ ბანანი)
პასუხი: (თითოეულმა გაიარა 10 კმ)
პასუხი: (ერთი ლარი და ერთი მანეთი)
პასუხი: (მწყერი ხეზე არ ჯდება)
პასუხი: (60º (ლუპა კუთხის
გრადუსულ ზომას არ ცვლის))
პასუხი: (დარჩებოდა 5 სანთელი, დანარჩენები დაიწვებოდა)
სახალისო ამოცანები ამოღებულია
წიგნიდან:
ე. მაჩიტაძე „სახალისო, გასართობი და სერიოზული მათემატიკა“
თბილისი, 2004