სახალისო ამოცანები (ნაწ. 1)

პასუხის სანახავად მონიშნეთ ფრჩხილებში მოქცეული სივრცე

  1. რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?
    პასუხი: (სახელი)

  2. ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად?
    პასუხი: (როცა ძინავს)

  3. რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?
    პასუხი: (დროის)

  4. დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის?
    პასუხი: (ჩრდილი)

  5. წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ დედამიწის ეკვატორის გარშემო. აღმართი მეტი შეგხვდებათ, თუ დაღმართი?
    პასუხი: (თანაბარი რაოდენობით შეგვხვდება)

  6. მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?
    პასუხი: (1691)

  7. რა არის ისეთი კითხვა, რომელზეც ადამიანი ვერასდროს ვერ გიპასუხებს „დიახ“?
    პასუხი: (გძინავს?)

  8. ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი?
    პასუხი: (კნუტი)

  9. ლენინი როდის იცავდა მეფეს?
    პასუხი: (როცა ჭადრაკს თამაშობდა)

  10. როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში?
    პასუხი: (სველი)

  11. რამდენი ორშაბათი შეიძლება იყოს ერთ თვეში?
    პასუხი: (ოთხი ან ხუთი)

  12. როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე?
    პასუხი: (მშრალი)

  13. კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის?
    პასუხი: (ხერხი)

  14. წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს?
    პასუხი: (ქოლგას)

  15. ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა?
    პასუხი: (დედამიწა, რადგან იგი ზღვებსაც შეიცავს)

  16. რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს?
    პასუხი: (რომელიც ყველაზე ბოლოს გადახურეს)

  17. როგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ?
    პასუხი: (გაჩერებული)

  18. მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?
    პასუხი: (1961)

  19. რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს?
    პასუხი: (კარები)

  20. შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას?
    პასუხი: (დასველდება)

სახალისო ამოცანები ამოღებულია წიგნიდან:
ე. მაჩიტაძე „სახალისო, გასართობი და სერიოზული მათემატიკა“
თბილისი, 2004