მამა და ქალიშვილი

მამამ დაურეკა თავის ქალიშვილს, რომ მივლინებაში მიდიოდა და რამდენიმე ნივთი იყო საყიდელი. ფული იდო კონვერტში და საწერი მაგიდის უჯრაში ინახებოდა. მამამ ისიც შეატყობინა, რომ ფულის რაოდენობა კონვერტზე ეწერა. ქალიშვილმა აიღო კონვერტი და დაინახა, რომ მასზე ეწერა 98, კონვერტი გადააგდო, ფული კი დაუთვლელად წაიღო მაღაზიაში. ნავაჭრმა შეადგინა 90 ლარი. ქალიშვილი ფიქრობდა, რომ დარჩებოდა 8 ლარი, მაგრამ მოხდა პირიქით, დააკლდა 4 ლარი.

რამ გამოიწვია ასეთი გაუგებრობა?

სახალისო ამოცანები ამოღებულია წიგნიდან:
ე. მაჩიტაძე „სახალისო, გასართობი და სერიოზული მათემატიკა“
თბილისი, 2004