სად დაიკარგა ერთი ლარი?

სამი კაცი შევიდა რესტორანში პურის საჭმელად. მებუფეტემ იანგარიშა დანახარჯი 60 ლარი. თითოეულმა გადაიხადა 20 ლარი. როცა გარეთ გამოვიდნენ, მებუფეტემ ხელმეორედ იანგარიშა და აღმოჩნდა, რომ 5 ლარი ზედმეტი გადაახდევინა. ეს 5 ლარი იქვე მდგომ ბიჭს გაატანა კაცებისათვის გადასაცემად (5 ერთლარიანი კუპიურები იყო). ბავშვმა სამ კაცს თითო ლარი გადასცა, ორი ლარი კი თვითონ დაიტოვა.

ახლა ვიანგარიშოთ: 3 კაცმა გადაიხადა ოც-ოცი ლარი და თითო ლარი უკან დაუბრუნეს, ე.ი. თითოეულმა დახარჯა 19 ლარი. სამივემ ერთად დახარჯა 19×3=57 (ლარი). ამას დავუმატოთ ბავშვის მიერ მითვისებული 2 ლარი და გამოვა 57+2=59 (ლარი). გადახდილი კი იყო 60 ლარი.

სად დაიკარგა 1 ლარი?

 

სახალისო ამოცანა ამოღებულია წიგნიდან:
ე. მაჩიტაძე „სახალისო, გასართობი და სერიოზული მათემატიკა“
თბილისი, 2004