დევდაპატრონებული ხიდი

ერთ ქალაქს შუაში მდინარე ჩამოუდიოდა. მასზე ხიდი იყო გადებული, რომლის გარეშეც ერთი ნაპირიდან მეორეზე ვერავინ გადავიდოდა. ერთხელ ხიდს ერთი უშველებელი დევი დაეპატრონა და ქალაქის მცხოვრებლებს გამოუცხდა: ამ ხიდზე მხოლოდ იმას გავუშვებ, ვინც ისეთ რამეს მეტყვის, რაც არ ტყუილი იქნება და არც მართალიო. ხოლო ვინც ტყუილს მეტყვის, წყალში დავახრჩობ, ვინც მართალს მეტყვის - ხეზე ჩამოვკიდებო.

შეწუხდნენ ქალაქის მცხოვრებნი, აღარ იცოდნენ, რა ეღონათ. მაშინ მოვიდა ერთი კაცი და დევს ისეთი რამ უთხრა, რომ ამ უკანასკნელმა ვერაფერი მოიფიქრა და კაცი გაუშვა.

რა უთხრა დევს ამ კაცმა?