მკაცრი დარაჯი
ხეხილის ბაღს ძალზე მკაცრი დარაჯი ჰყავდა. იგი არავის აძლევდა ბაღში ხილის დაკრეფის უფლებას. მისთვის რაც უნდა გეკითხათ, ყველაფერზე ერთი პასუხი ჰქონდა: „არა“.
- რა გქვიათ?
- არა!
- რა გვარი ხართ?
- არა!
- შეიძლება ბაღში შემოვიდე?
- არა!
- თქვენს უფროსს დამალაპარაკეთ!
- არა!
- ერთი ვაშლი მაინც მომაწყვეტინეთ.
- არა!
რა კითხვა უნდა დავუსვათ დარაჯს, რომ შესაძლებელი გახდეს ბაღში ხილის დაკრეფა?
|
|
სახალისო ამოცანები ამოღებულია წიგნიდან:
ე. მაჩიტაძე „სახალისო, გასართობი და სერიოზული მათემატიკა“
თბილისი, 2004