სამი ბრძენი
პაპანაქება სიცხეში სამი ბრძენი შევიდა ბაღში დასასვენებლად. ისინი ძალიან დაღლილები იყვნენ. ხის ძირში წამოწვნენ და მალე ჩაეძინათ. ლაზღანდარა ბიჭებმა სამივე მათგანს შუბლზე ნახშირი წაუსვეს. როცა გაიღვიძეს და ერთმანეთს შეხედეს, ყველას სიცილი აუტყდათ. თითოეულ მათგანს ეგონა, რომ დანარჩენი ორი ერთმანეთს დასცინოდნენ.
უცებ ერთმა ბრძენმა სიცილი შეწყვიტა და მოისაზრა, რომ მისი შუბლიც ნახშირით იყო დასვრილი.
როგორ შეძლო ბრძენმა ამის გამოცნობა?
|
|
სახალისო ამოცანები ამოღებულია წიგნიდან:
ე. მაჩიტაძე „სახალისო, გასართობი და სერიოზული მათემატიკა“
თბილისი, 2004