ქიშვარდ ისაკაძე

ვის
შეუძლია
ვის შეუძლია მოიწონოს
პასუხით თავი?
დათვი ბურდღუნებს,
შაშვი ....
ყრანტალებს ...
პაპანებაა, თუ მოლს შვენის
ციური ცვარი,
რძეს გვაძლევს ძროხა,
კვერცხს ...
ფაფუკ მატყლს ...
მოწმეა რკონი, ვაზიანი,
გრემი, გრაკალი,
რკოს ისხამს ...
ყურძენს ...
კაკალს ...
მხიბლავს სოფელი, დროა
თესვის
თუ ფოთოლცვენის,
როს თხა ...
გოჭი ...
ჭიხვინებს ...
ვის არ უხარებს გულს
ყვავილი
ნასათუთარი,
მაგრამ მის ნექტარს
თაფლად აქცევს
მხოლოდ ...
ყოჩაღ, ყმაწვილო, მომწონს
შენი
გონი ნათელი
და მჯერა, შენგან გაიზრდება
ნაღდი ... .