საახალწლო გამოცანების კრებული
|
ამ საღამოს ეზოში ხვავიანად მოთოვა, საგუნდაოდ გავიდნენ შუქია და ფოთოლა. ბამბასავით ფაფუკი თოვლი შეკრეს გუნდებად, ყოველ გუნდის კეთებას თითო ორ წამს უნდება. ფრენენ თეთრი ბურთები იქითკენ და აქეთკენ, მითხარ, წუთში ორივე რამდენ გუნდას აკეთებს? |
|
|
|
|
ამ ზამთარში რომ მოუსხამს |
|
|
პირში ჩიბუხგაჩრილი დგომით როდი იღლება, ყინვა უფრო ახარებს, მზეზე ცრემლად იღვრება. |
![]() |
|
![]() |
წევს, როდესაც ცოცხალია, |
|
|
თავი მოუყრია ტიტეს ქუდზე ფიფქებს; ვიდრე გაქრებიან, დაითვალო იქნებ. ოცზე ნაკლებია ჩვიდმეტზე კი მეტი, აბა, რამდენია, თუკი არის კენტი. |
![]() |
|
![]() |
ხეზე ლაღად რომ შრიალებს, |
|
|
ზღვებსა და მდინარეებში ხშირად სეირნობ იმით, თავსა და ბოლოს ძლივს არჩევ, აქვს ერთნაირი ქიმი. თუ მიხვდი, უნდა ჩაუსვა მას მარცვლებს შუა ბგერა, - როცა კეკლუცად ირთვება, გახარებს მისი ცქერა. |
![]() |
|
![]() |
წყნარად მოდის, ჩუმად ჯდება, |
|
|
ბროლისფერი და კრიალა, ცივი არის და სრიალა. |
![]() |
|
![]() |
სიცივეში მაგარია, |
|
არის რამე ბამბისფერი, ფრთაფარფატა, ვით პეპელა, ზაფხულობით არსად მოჩანს, ზამთარში კი ცვივა ყველგან, და თუ ხელში დაიჭირე, გაგიქრება იგი ხელად. |
![]() |
|
![]() |
თეთრმა სუფრამ მთელი სოფელი დაფარა. |
|
საახალწლოდ მოვბრძანდები, არ გეგონოთ აქაური. დამამშვენეს პატარებმა უამრავი სამკაულით. |
![]() |
![]() |
იქნებ ჯადოქრობაა, მითხრა: - აჰა, იგემე |
|
ის ხე ხარობს ოჯახში, მაგრამ - არა დიდხანს, იგი მარტო ხილს კი არა, ცხოველებსაც ისხამს, ფრინველებსაც ისხამს, საჩუქრებსაც ისხამს. გაბრწყინდება ნაირფერად, ის ხე ბავშვებს ართობს, იმ ხეს განა დარგვა უნდა, დადგმა უნდა მარტო. |
![]() |