შოთა ამირანაშვილი
რიცხვთა მარულა
სახალისო ამოცანების კრებული (ნაწილი II)
|
ჭოლამ ბუხარში შებრაწა სიმინდის ათი ტარო, ორ-ორი და ძმებს მიართვა: ბიძინას, ბათუს, დაროს; სამ შემოსწრებულ ყმაწვილსაც უბოძა თითო-თითო. აბა, მითხარი, გეთაყვა, რამდენი დარჩა თვითონ? |
|
|
|
|
ჭაღებზე რომ ნათურები |
|
|
ეს თანაც გასართობია, კარგად დაფიქრდი, ცისო: ოთახის ოთხივ კუთხეში დამჯდარა თითო ფისო. თითოს წინ სამი ფისო ზის, ყველას გარკვევით ვხედავ, ფისუნიები ოთახში რამდენი არის ნეტავ? |
![]() |
|
![]() |
დეიდაჩემის სოფლამდე |
|
|
ზურიკელას ამოცანა უთხრა წეღან დალიმ: „დავუშვათ, რომ ჩურჩხელა გაქვს ზუსტად ხუთი ცალი, თუკი ორ-ორს მიართმევდი ლეილას და საბას, შენ რამდენი დაგრჩებოდა, მიპასუხე, აბა?“ ზურიკელას საყვედური შეეპარა ხმაში: „მე ხომ მათზე უფრო ცოტა შემხვდებოდა მაშინ!“ |
![]() |
|
![]() |
იმ ორი ტოლი რიცხვის ნამრავლი |
|
|
გაზარდე სამოცდაექვსი მისი ნახევრით, ყმაწვილო, რისთვისაც არითმეტიკა სულაც არ არის საჭირო. |
![]() |
|
![]() |
ტოლია სამი ციფრის |
|
|
ძალიან ადვილი კითხვაა, პასუხი გაგეცა ეგება: მთელ ფანქარს თუ ორი ბოლო აქვს, ნახევარს რამდენი ექნება? |
![]() |
|
![]() |
ამ სამეული ციფრის: |
|
|
ორჯერ მეტისა იქნება ორი წლის მერე მიხო მასზე, რა ხნისაც ბიჭუნა ორი წლის წინათ იყო; სამჯერ მეტისა გახდება სამი წლის შემდეგ თინა, მასზე, რა ხნისაც გოგონა იყო სამი წლის წინათ; იმასაც გეტყვი, თუ გინდა, და-ძმა ტყუპები გახლავს. ის კი შენ უნდა გაიგო, რა ხნის არიან ახლა. |
![]() |
|
![]() |
მამაზე სამჯერ უმცროსი |
|
|
მეზობელს ხუთი ვაჟი ჰყავს, თითო ვაჟს - თითო დაიკო, რამდენი შვილი ჰყოლია, ეგება მითხრა, მაიკო. |
![]() |
|
![]() |
მთელი დღეა ვკინაძავთ |