გიორგი წერეთელი
მისარითმები
ასი ქილა მასხია, შიგნით თაფლი ასხია, ტოტი მიცავს ასკბილი, თქვი, რა მქვია? ას... |
|
|
|
|
თოვლს ამოვუსწარ ყელგრძელამ, სახელად მქვია ენ... |
|
კაცის კუჭის წამალი, მელის კუჭის წამალი, მიდი-მოდის ამალით ყოყლოჩინა მა... |
![]() |
|
![]() |
კაცის ხელში აყვანილი გაბერილი მუდამ ტირის, პატრონი ბანს ეუბნება თქვი, რა ჰქვია? გუ... |
|
აი, ნახე, ვარია, მუჭანახევარია, კვერცხი დადო, კვერცხუნა... ვის ეზოშიც შესულა, მისი შიშით, ღობეში ზღარბმაც კი ვერ შესუნა. ძირს რომ დაიჭახჭახებს, ცაში აფრთხობს ძერასა, მელას თვალი დათხარა, წუწკს და გაიძვერასა. ტანპატარა, ნაცარა, ახლა მაინც იცანი, კლანჭი უგავს ციცასა, მიტომ ჰქვია ცი... |
![]() |
|
![]() |
ტყეში ხეს კოდავს, |
|
არ იჯავრო, მებადურო, ზღვაზე თუა ნიავქარი, უნიჩბბოდ და უმოტოროდ ნავს წაიყვანს ია... |
![]() |
|
![]() |
ხმაბულბულა, შავისანი, ჭახჭახებს მზის ამოსვლამდე, ცხოვრობს შამბში, ჰქვია შა... |
|
|
თავზე ხე ადგას ისეთი, არწივს სატახტოდ მოუნდა, თურმე ზედ ქორიც ბუდობდა, მისთვის შეარქვეს ქორ... |
![]() |
|
![]() |
კატა თუ ვერ ერევა, ხაფანგი გაგვითანგავს, ნათესავი თაგვისა ცოტა რამით ვირსაც ჰგავს, და ამიტომ ვეძახით ამ კუდიანს ვირ... ს. |