დამწიფდება - პირს გააღებს,
იმის სიტკბოს ყველა აქებს,
საჭმელია ისე რბილი,
არ სჭირდება სულაც კბილი. |
 |
|
|
|
 |
ზევით მკვდარია, უძრავი, მშვიდი,
მიწაში ჩაფლავ - ცოცხლდება იგი. |
ბოსტნეული - ხახვივითა,
კუდიანი - თაგვივითა.
|
 |
|
|
|
 |
ყანებსა და ველს ამშვენებს,
ხურავს ქუდი წითელი,
კაცმა ხელი თუ შეახო,
ღერო რჩება შიშველი. |
თეთრია და რბილი,
ბუმბულა და თბილი.
|
 |
|
|
|
 |
ბოსტნეული მცენარეა,
როგორც ბურთი მრგვალი,
ქურდბაცაცა კურდღელს მუდამ
იმისკენ აქვს თვალი. |
ცხრა ახალუხი აცვია,
მის გახდას ის არ აპირებს,
ვინც გახდის, თვალებს აუწვავს,
ცხარე ცრემლებით ატირებს. |
 |
|
|
|
 |
ალახია, მალახია,
თმაჭაღარა ბალახია. |
მცენარეა ავი,
მწვავედ დამსუსხავი. |
 |
|
|
|
 |
ბურთივით დიდი, ბურთივით მრგვალი,
გარეთ ზურმუხტი, შიგნით კი ლალი. |
სანამ მწვანეა - ვჭამთ და კარგია,
რომ გაყვითლდება - აღარ ვარგია.
|
 |
|
|
|
 |
არის ყვითელი ნაყოფი რამე,
შიგნით მჟავეა და გარეთ მწარე. |
შეხედულებით ზღარბია,
ტყეებში ხეზე აბია. |
 |
|
|
|
 |
როდესაც ხე ბერდება,
იგი ტანზე ედება. |