გიორგი წერეთელი

მაჯამურა

რეკს მაღვიძარა საათი,
დარეკა სკოლის ზარმაცო, -
ბებიამ უთხრა შვილიშვილს:
- ჩქარა ადექი, ..............

ჩვენ გვეგონა, ბრიალა
წაიკიდა ტყემ ალი,
თურმე ალი კი არა,
მწიფდებოდა ..............

მაღლა პატარა ვარა ზის,
დაბლა ხევია ..............

ეგერ მოჩანს მთა შიშველი,
დაკუნტრუშობს მთაში ..............

კი და არა,
არა, კი,
მიტომ მქვია ..............

მხარზე თოფი არ მკიდია,
ცერზე მიმინო არ მაზის,
და მაინც ჩავინადირე
მცხეთაში ხევი ..............

საბანი და ბანი,
ბანი და საბანი,
თხუპნიას აქვს ხელი
საპნით ..............

თავი ბურთს მიგავს,
ბოლო კი -
თაგვის კუდს,
მქვია..............

ყვავილების ყოჩი ვარ და
მიტომ მქვია..............

რომ ყაშყაშებ, არ წივი,
მიტომ გქვია ..............

მოვიარე რაჭა,
წყალს მასმევდა რა?
- ..............
 

მომღერალი ჩიტი მყავს,
დღე გალობით გალია,
გარეთ როგორ გავაგდებ,
გავუკეთე ..............

სიმღერით გადავიარე
ლამაზი გუდამაყარი,
მაყრიონს ჩამორჩენილი,
ეგდო ვით ..............

ზის მოთმენით მდინარესთან,
გული აქვს და
ო, რა გული,
ამიტომაც ხშირად ხვდება
იმის ანკესს ..............

ბიჭი არის ამოდენა,
ბატი კი ვერ ..............

საქმეს არა უქნა რა,
მიტომ ჰქვია ..............

მწიფე არის კახამბალი,
უნდა ჭამოს ..............

ფიცრის ათი ნაჭერი
გარანდე და დაჭერი,
გაუკეთე მურას სახლს
იატაკი ..............

დაინახეთ
მამა, ლია,
ხორბლის ხვავზე
..............

ტყეში ბევრი ეკალია,
ნუ შემოხვალთ ..............

უკვე ცხრის ნახევარია,
სად არის ..............