გიორგი წერეთელი

კოჭლმაჯამა (3)

  მეციხოვნე

ზეკარი და
კლდეკარი,
რაც შემეძლო
შევ . . . .
ახლა
შენი ჯერია,
არ გაუღო
მტერს . . . .

მშვილდისარი

სარი,
სარი,
შვიდი სარი,
ყველა ნედლი
შვინდ . . . . .
მოვღუნე და
გავაკეთე
შვიდი სარის
მშვილდ . . . . .

     
  ჰოპუნა

კალი!
კალი!
კალია,
ეს ჩემი სამ .....
ნადი როდი მჭირდება,
ჩამომშორდი . . . . .

ღელის უნაგირი

ყველა სასწორს
უნდა გირი.
წყალს დავადგი
უნა . . . .
უნაგირი
არის მართლაც
ამ ღელეზე
ეს ბო . . . .

     
  ურმული

რა ქედი აქვთ
რა მხარი,
შეშას ზიდავს
რვა . . . .
გავახურეთ
ბუ . . . .
დიდ ცეცხლს
გააქვს ხარ . . . .

მიპატიჟება

ძელი,
ძელი,
განძელი,
გავაკეთე
საბ . . . .
შემოფრინდი,
ჩიტუნა,
გარეთ
თუ ვერ გა . . . .

     
  ოქროსხელა

სასახელო,
გასამხელი,
უნდა ჰქონდეს
კაცს სა . . . .
ოქროს ხელას ეძახიან, -
დაელოცოს პაპას . . . .
ტკბილი ყურძნის დასაწური
გამიკეთა საწნა . . . .

მწყემსური

მწყემსი უნდა,
წკეპლა უნდა,
ამ ჩვენ ბატსა
ყაყანას,
თორემ სულ მთლად
გაგვიკორტნის
რაც ტარო აქვს
ამ . . . . .

     
  დაჭერობანა

ხაზარობა დავიწყე,
დამეკარგა მახათი,
იმ მახათის ძებნაში
დამეკარგა სა . . .
იმ საათის ძებნაში
დავიჭირე სავ . . .
სავათის დაჭერაში
სირბილით გავსავათდი.

სართვლო

საწნახელის
გამმართველი,
ვენახებში
ჩადგა . . . . . .
შენც თუ ზვარში
არ ტრიალებ,
რა ბიჭი ხარ,
რა ქა . . . . . .

     
  მჭედლური

ცხრაფეხამ უთხრა მჭედელსა:
- მოდი,
მომარგე ნალია,
- ნეტავი
ნალი რად უნდა,
რომელი
მორბე . . . . .
რომელი
ხარი ეგა მყავს,
გამივსოს ხოლმე . . . . .
რომელი ვირი
ეგა მყავს,
ოჯახის მარჩე . . . . .
მაგათ
რომ ჭედვა დავუწყოთ,
ცხენს არ დარჩება . . . . .

ფრინდი, ფრინდი

ფრინდი,
ფრინდი,
დარია,
ხვალ თუ კარგი . . . . .
თუ ავდარი იქნება
დაგვიყენე . . . . .
ეგ შენი გაღიმება
დარო ჩვენი . . . . .
ეგ შენი სუფთა გული
დარის საბუ . . . . .
ტირილი ავ . . . . .
გაღიმება . . . . .
გაგვიღიმე . . . . .
დაგვიყენე . . . . .

     
  სასექტემბრო

ზარი,
ზარი
და ზარი
ერთად რეკავს
რვა . . . .
მთა-ბარს გააქვს
ზან . . . .
ხალხს დაეცა
თავ . . . .
რად შეშინდით,
რვა სკოლის
ბავშვებს უხმობს
რვა . . . .

საჭიდაო

ყოჩია
გახლავთ ვანია,
ყოჩების
ფალა . . . . .
გაიწით,
სარმა არ გაგკრათ,
არ ყოფნის
გალა . . . . .