გიორგი წერეთელი

კოჭლმაჯამა (2)

ეკამ შეკრა თაიგული,
გაახარა მამის . . . .

შენ მიწვდები, ბებია,
მომიწყვიტე ეგ . . .

გრიგალია,
გრიგალია,
ჩამოაგდო
ძირს . . . . .

მჭადის ბუდეს ანაკეცი
ფარფლები აქვს,
რაა?
. . . .

დატრიალდა ბორბალი,
გამომიფქვა ხორ. . . .

იმდენია
ჭანჭური,
ვერ ჩაიტევს
ცხრა . . . .

ზარამცისთვის
აბეზარი
რეკავს დილით
ადრე . . . .

თუ საჩუქრად
ბოს ელი,
ავაშენოთ . . . . . .

ანაშალი,
დანაშალი,
ახვევია ბებოს
- . . . .

ასეთი გვაქვს
შინ ათასი,
სასმისია,
ჰქვია
- . . . .


მისგან შევკარი აკვანი -
კაცთაგან დასაფიცარი,
ოდაში თავზე მახურავს
ფეხქვეშ მიგია . . . . . .