|
უენოა, მაგრამ უხმოდ,
ბევრი რამ კარგის მთქმელია;
სულელის დაწუნებული,
ჭკვიანის სანატრელია.
|
 |
|
|
|
 |
ფეხში რომ ხელი მომკიდეს,
ზღვაში ჩამკიდეს თავითა,
რომ ამომიღეს, თეთრი გზა,
მოვრწყე ცრემლითა შავითა.
|
|
ყმაწვილისთვის სასარგებლო
ვარ მისგანვე განწირული:
თავსა მჭრის, რომ გამომიჩნდეს
დაფარული შავი გული.
|
 |
|
|
|
 |
თეთრი რამ შავზე დახტოდა,
სტოვებდა თეთრსა კვალსაო,
კვალშივე უდგა ყმაწვილი,
არ აშორებდა თვალსაო.
|
|
არა სჭამს, მხოლოდ წყალსა სვამს,
გულ-ხარბი ყოვლის მხრითაო;
თუ ხელი ვინმემ მოჰკიდა,
იტირებს ცრემლის ღვრითაო.
|
 |
|
|
|
 |
ოცდათორმეტი ძმები ვართ,
როდესაცა ვართ სრულადო,
გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს,
მხარს ვაძლევთ მეგობრულადო;
და ვაი იმის სიმრთელეს,
ვისაც შევხვდებით მტრულადო.
|
|
მინდვრად რწყილივით დახტოდა
ერთი უკუდო კატაო,
რაც საკუდეზე დააკლდა,
ყურებზე მიემატაო.
ცხვირსახოცს თავი გამოვსკვენ,
კედელზე დაიხატაო.
და ვინცა ვერ გამოიცნობს,
სჩანს ჭკუამ უღალატაო.
|
 |
|
|
|
 |
გინდ გასცერი, გინდ გამტკიცე,
კერადანაც დასძარიო:
გინდ შეწვი და გინდ მოხარშე,
ის დარჩება, რაც არიო.
|
|
ზურგით ვატარე გარეგან
შიგნითი სატარებელი,
კუჭის საჭირო სტუმარი
და გული გამხარებელი.
|
 |
|
|
|
 |
არც ისმება, არც იჭმება,
არც ხელით დასაჭერია,
თვითონვე ასმევს და აჭმევს,
კაცისთვის ყველაფერია.
|
|
ხმას არ იღებს, ლაპარაკობს
წინ გვიყენებს ცოცხალ-მკვდრებსა,
არ იცინის და არც სტირის,
ჩვენ კი გვაცინ-გვატირებსა.
|
 |
|
|
|
 |
არც იცის ფრენა, არც ხტომა,
დაცოცავს ძალის ძლობითა,
ჰაერში სახლ-კარს იკეთებს,
შიგა ზის წლიდან წლობითა
და სტუმარს ელის სიამით,
ნაძრახი მასპინძლობითა.
|
|
დედასაც ვჭამთ, შვილსაცა ვსვამთ,
ორივე გემრიელია;
დედა ახალი სჯობია,
შვილი – რაც უფრო ძველია.
|
 |
|
|
|
 |
ერთი შეხედვით კატას ჰგავს:
ყურები აუცქვეტია;
მოშიშარია, ცახცახობს,
მიხტის და მოხტის... ცეტია. |
|
ყანაში მიიპარება,
წუწკი ჯეჯილის მტერია!
გაძღება, ტუჩებს გაიწმენდს,
ვითომ და არაფერია.
მიწვება, ხელად იძინებს,
თვალები დაუჭყეტია,
თუ ვინმემ ძილი დაუფრთხო,
თავბრუ ეხვევა... რეტია.
|
 |
|
|
|
 |
არც ფრთები აქვს, არც ფეხები,
იკლაკნება გველივითა;
სვამს და არ სჭამს, გზა-გზა დადის
და მიზუის მგელივითა.
|