|
ყური მიგდე, ჩემო კარგო,
მოგახსენებ სიმართლეს,
მასზე სწრაფი როდი არის
ქარი, ანდა სინათლე;
ისეთ კუთხე-კუნჭულს აღწევს,
თვალი იქ ვერ მისწვდება,
მოიხმე და გაგახსენებს,
თუ რამ დაგავიწყდება.
|
 |
|
|
|
 |
მიდის ველზე, ტყეზე, მთაზე,
ვიწროც არის, ფართოც,
არ მოძრაობს, ისე მიდის
მგზავრთანაც და მარტოც.
|
|
შობილი ღრუბლის უბიდან,
ვეშვები სიმთა ჟღერით,
მზით ცისარტყელა ავაგე,
ნაქარგი შვიდი ფერით;
უკანასკნელი სავანე
დედამიწაა მთელი.
ადამიანი ხან მნატრობს,
ხან კი ჩემს წასვლას ელის.
|
 |
|
|
|
 |
პირში ჩიბუხგაჩრილი
დგომით როდი იღლება,
ყინვა უფრო ახარებს,
მზეზე ცრემლად იღვრება.
|
|
შეხე, ურქო და უკუდო
კამეჩი მოდის ცალად,
მიწას ბელტებად აბრუნებს,
შესწევს დევგმირის ძალა.
მერე მინდვრიდან ბუბუნით
თავის ფარეხში მივა.
სულ სხვაა მისი საგზალი,
არ ჭამს ბზესა და თივას.
|
 |
|
|
|
 |
ორი ვეება სხეული
მოჩანს ელვარე ბურთებად,
ერთი რომ ზღვაში ჩაყვინთავს,
მეორე ამოცურდება.
|
|
ჯადოსნური ყუთი არის,
თავზე ადგას რქები,
ცხრა მთას იქით
ჭვრეტ და უსმენ,
როცა მის წინ ჯდები.
|
 |
|
|
|
 |
მუდამ შენს ირგვლივ ვტრიალებ,
მგრძნობ, მაგრამ ვერა მხედავ,
უჩემოდ ვერ იარსებებ,
მე ვარ სიცოცხლის დედა.
|
|
იგი დიდი სიკეთით და
მადლით არის ცნობილი,
მარტოს ფეხზე დგომა უჭირს,
მხარში უნდგას ძმობილი.
ზოგს ქარვა აქვს სამკაულად,
ზოგსაც კიდევ – გიშერი.
თვითონ უნდა გამოიცნო,
მე ვერაფერს გიშველი.
|
 |
|
|
|
 |
თავგამოდებით იბრძვის
ორი მოქიშპე ჯარი,
არც შაშხანა აქვთ ხელში,
არც მახვილი და ფარი,
იხოცებიან, მაგრამ
როდი დგას სისხლის ღვარი!
|
|
ტყის უბეში დაიბადა,
ტყეა მისი მშობელი,
ელავს ვერცხლის ქამარივით
მარად დაუშრობელი.
ყვავილები გაახარა,
ფერი მისცა ბალახებს,
სიცოცხლეა ჯეჯილების,
ამაღლებს და ალაღებს.
|
 |
|
|
|
 |
თუმცა მხედარი არ არის,
მაგრამ ატარებს დეზებს,
სიმღერით ხვდება განთიადს,
ადრე იღვიძებს მზეზე.
|
|
ნაირფერი კაბები მაქვს,
მამკობს ნაზი ფრთები,
მინდორ-ველის სურნელოვან
ყვავილებით ვთვრები,
დილის მზეზე ვიბადები
და ბინდისას ვკვდები.
|
 |
|
|
|
 |
თუ კარგად დაუკვირდები,
მიხვედრა ძნელი არ არი,
თანატოლ მზისფერ ძმობილებს
არტყია ერთი ქამარი.
|
|
ცივ ზამთარში უზრუნველად
თოვლის ქვეშა მძინავს,
გაზაფხულზე ცისფერ თვალებს
ვახელ ბუჩქის ძირას,
დილის ცვარი მეპკურება
მარგალიტის მძივად.
|
 |
|
|
|
 |
ცხვრით გადაპენტილ იალაღს,
ხმა რომ ეფრქვევა წკრიალა,
გათლილი ღერო რაკრაკებს,
ბულბულის ყელი კი არა.
|
|
გახლავთ რკინის ხარი
კუდი ამკობს ბამბის,
კუდს გზადაგზა ტოვებს
და თვითონ კი გარბის.
|
 |
|
|
|
 |
ერთ გამოცანას
გეტყვით პატარებს:
სადაც კი დადის,
სახლს თან ატარებს.
|
|
შემოდგომაზე სიმწიფის
წამეკიდება ალი,
გამხლეჩ და გადმოიშლება
ბლომად მძივები ლალის.
|
 |
|
|
|
 |
მზე ელვარებს მცხუნვარე,
დღე საგრძნობლად დიდდება,
ვარდი ყვავის საამოდ,
და თავთავი მწიფდება.
წლის რომელი დროც არის,
ყველა უმალ მიხვდება.
|
|
თუმცა მთა-ბარს ჯერ ისევ
თოვლის ქურქი აცვია,
აიბარგა ზამთარი,
სხვა ქვეყნისკენ გასწია.
მან კი თოვლის ქურქიდან
მარჯვედ ამოაღწია,
გაზაფხულის მაცნეა,
ყვავილია პაწია.
|
 |
|
|
|
 |
ავიჭრელე ლალისფერი
კაბა შავი ხალებით,
ყელი კოხტად მოვიღერე,
დავამშვენე ყანები.
|
|
მხოლოდ სხვის სახეს უჩვენებს,
საკუთარი კი არ აქვს,
თუმცა წინიდან კრიალებს
ზურგიდან ბინდი ფარავს.
|
 |
|
|
|
 |
გაზაფხულზე იცვამს მწვანე კაბას,
შემოდგომით გაყვითლებულს იხდის,
იმის მკლავზე ჩიტი თვალებს ნაბავს,
რა იქნება, ალბათ უკვე მიხვდი.
|
|
რბილია და მრგვალი,
გლუვია და ჭრელი,
ის ახტის და დახტის,
მე კი პასუხს ველი.
|
 |
|
|
|
 |
მე თუმცა ენა არა მაქვს,
მაგრამ როდი ვარ მუნჯი,
ვერ გაიმდიდრებს გონებას
ვინც არის ჩემი ურჩი.
|
|
ხიდია, ზედ ვერ გაივლი,
აიგო დარის მაცნედ,
მოქარგულია შვიდფერად,
პასუხს ვინ უმალ გამცემს?
|
 |
|
|
|
 |
თუმცა უყურო არის,
აქვს საოცარი სმენა,
მეტყველებს კიდეც, მაგრამ
არ გააჩნია ენა,
თუკი გასძახებ რამეს,
გაიმეორებს ხელად.
|
|
როგორიც არის ამჟამად –
ჭაბუკია თუ ხნიერი,
რა ხანიც უნდა გავიდეს,
უცვლელი რჩება იერი.
|
 |
|