შოთა ამირანაშვილი
ანაგრამა
(ბავშვებო, ანაგრამა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ასოების გადასმას ისე, რომ ერთი სიტყვიდან სხვა სიტყვა მივიღოთ. სწორედ ასეთია ეს გამოცანები: ისინი ორი ნაწილისაგან შეგება და თავდაპირველად უნდა გამოიცნოთ პირველი ნაწილი, მერე კი პასუხის სიტყვებში ასოები ისე უნდა გადაანაცვლოდ, რომ გამოცანის მეორე ნაწილის პასუხი მიიღოთ)
წუთის მესამოცედია, გამოსაცნობად ადვილი; უნდა შეცვალო იმ სიტყვის მხოლოდ მარცვალთა ადგილი. – ხან მწვანე ფარჩა ახურავს, ხან კი ქათქათა მანდილი. |
|
|
|
|
ის ფასის მთიდან გამოდის და მერე შავს ზღვას ერთვის, თუ ასოების გადასმაც ძნელი არ არის შენთვის, რომელ ბოსტნეულს მიიღებ, გამაგებინე, ერთი? |
|
მდელოს მეორე სახელის თქმა როდი გაგიჭირდება, მერე სიტყვაში ასოებს გადანაცვლება სჭირდება, - ჰოდა, შორეულ უღრანში აღრიალდება ცხოველი, გულადი, მძლავრი, ზვიადი, შმაგი და დაუცხრომელი. |
![]() |
|
![]() |
მოიძებნოს უნდა ანაჭერი ფიჭვის, სურნელებას აკმევს, სანთელივით იწვის. თუ გადასვამ ბგერებს ცხოველია მაშინ, სხვა სახელიც ჰქვია, გამოიცნობ წამში. |
|
ჯერ იმ რიცხვს იტყვი, რომელიც ათ საუკუნეს იტევს, ხოლო ბგერებს თუ გადასხვამ, სხვა სახელს იღებ კიდევ. |
![]() |
|
![]() |
ფანდურზეა გაჭიმული, გვატკბობს მისი ჟღერა, ადგილს იცვლის მარტოოდენ სიტყვის ორი ბგერა, ის ძველბერძნულ საკრავად რომ გადაიქცეს ხელად. |
|
ჯერხანად ანაგრამისთვის „ბოლოს“ ანტონიმს გკითხავ, მერე კი შუა ბგერები გადაუნაცვლე სიტყვას, ოქროსფრად შემოგანათებს, რა არის, აბა მითხარ? |
![]() |
|
![]() |
ბოსტნეულის, ანდა მინდვრის მწვანილისგან მზადდება, წინა ბგერა მის მომდევნოს თუკი გადაახტება, მყის ცალპირად ალესილი იარაღი გახდება. |
|
თუკი იგივე საწვიმრის მარცვალს გადასვამ თავში, ის ზღაპრულ ანუ ლეგენდურ ლექსად იქცევა მაშინ. |
![]() |
|
![]() |
ფუნჯის სინონიმს ასოებს გადაუნაცვლებ ადვილად და იმ თავღია ღუმელზე მწვადსაც შეიწვავ სადილად. |
|
|
წლობით დაგაქვს, მაგრამ არ კი იცი იმ სიმების უთვალავი რიცხვი. – შეუცვალე თანხმოვანთა რიგი, აზიდული ადგილია იგი. |
![]() |
|
![]() |
ის სახელი, რომელიც ანაგრამას შეჰფერის, გახლავს ხმის ან საკრავის ჟღერადობის ელფერი; თანხმოვანთა ადგილის შეცვლა არის საჭირო. – მუსიკალურ ნიშნად რომ გადაიქცეს, ყმაწვილო. |
|
ლურჯი ციდან, თენებისას, ჯერ რომ ისევ გძინავს, ეპკურება ვარდ-ყვავილებს მარგალიტის მძივად. თუკი სიტყვის წინა მარცვალს გადაიტან უკან, მზე იქიდან შენობაში დაიღვრება შუქად. |
![]() |
|
![]() |
ცხოველთა გუნდის სახელი უდავოდ გეცოდინება; ბგერების გადანაცვლება თვით ანაგრამამ ინება, პასუხად უწინდებური სიგრძის საზომი იქნება. |
|
|
დათარეშობს, ღმუის, მაგრამ არ ჩანს თვალით, ზოგჯერ თავიდანაც ქუდს წაგაძრობს ძალით. – მისგან ახალ სიტყვას გამოძერწავ მერე, თუ შეუცვლი ადგილს მარტო ხმოვან ბგერებს. |
![]() |
|
![]() |
ის რა აფრინდა, რომელმაც არაგვი ჩაინადირა, თუ მიხვდი, მაშინ ბგერებსაც გადაუნაცვლებ ადვილად. – სხვლის სახელია ჭადრაკში, გეცოდინება ნამდვილად. |
|
ნავის ანძაზე ამართეს, ტილოა ქათქათელა, - ოთხი ბგერიდან მეორეს წინ გადაიტან ხელად. – მადლიან-დოვლათიანი გადაპენტილა ველად. |
![]() |
|
![]() |
მაზარის სინონიმია, მაშ რომელია, მითხარ? ისიც ექვსბგერიანია, ფიქრი არ გინდა დიდხანს. მერე კიდური მარცვალი გადაუნაცვლე თავში და იგი ჩიტის სახელად გადაიქცევა მაშინ. |
|
გვინდა ვაზის ნასხლავი, გაიხსენებ სწრაფად, არც ბგერების გადასმას უნდა დიდი ჯაფა. სამკურნალოდ ხმარობენ, რა ყოფილა, აბა? |
![]() |
|
![]() |
ქუხილის მაცნედ ზეცაში გადატყდა ელვის ისარი, ცეცხლი რომ ჩამოვარდება, საძიებელი ის არი; რომელ სიტყვაშიც ადგილი თანხმოვან ბგერებს ეცვლება – ის სიმებს აგიხმიანებს, თუ მოსასმენად გეცლება. |
|
ვინც შინ შედის ან გამოდის, მას ხელს ართმევს ყველა. – თუკი თავში გადაიტან პირველ ხმოვან ბგერას, მიწის საზომ ერთეულად გადააქცევ ხელად. |
![]() |
|
![]() |
თუ იცი, სარის მეორე სახელწოდება რაც არი, წინ უნდა გადაიტანო მისი კიდური მარცვალი. ჰოდა, მაშინვე ცხოველის სახელად გარდაიქნება. ახლა კი პასუხს მოველი, რომელი უმალ მიხვდება? |
|
ფუტკრის ნობათს აიღებ, ნუგბარია მართლაც, ასოების გადასმაც ადვილია, თამთა, - აგერ შენი ბებიკო წინდებისთვის ართავს. |
![]() |
|
![]() |
ძნის გასალეწი ფიცარი გეცოდინება, მჯერა, გადაუნაცვლე იმ სიტყვას წინა ხმოვანი ბგერა და გემრიელი ნამცხვარი დაგიმზადდება ხელად. |
|
ენა კედლებს ეხეთქება, ხმა გუგუნით იფრქვევა, - წინა ბგერას თუ გადასვამ, სხვა სახელი იქნება, ის იგივე ფიქრი გახლავს, მეტყვი დაუფიქრებლად. |
![]() |
|
![]() |
სარწყავად არის გათხრილი რა ჰქვია, თუკი მეტყვი, არა უნდა რა, თანხმოვნის გადანაცვლების მეტი. რომელ ცხოველად იქცევა, აბა შეხედე, ერთი! |
|
რასაც ობობა აბამს, ჯერ იმის სახელს გკითხავ, ბგერათა გადასმასაც არ მოუნდები დიდხანს; მერე კი ანაგრამის ბოლო პასუხიც მითხარ. |
![]() |
|
![]() |
ზღაპრული ცხენის სახელი გაგახსენდება წამში, - თუ ორ შუალა ბგერასაც გადაანაცვლებ თავში, საძრახი ცილისწამების სინონიმია მაშინ. |
|
|
დიდ ქვას რაცა ჰქვია, ალბათ კარგად გახსოვს, გამოიცვლის ადგილს წინა ორი ასო. – საკრავია იგი, რომელია, მითხარ, საცეკვაოდ გიწვევს, ნუ აყოვნებ დიდხანს. |
![]() |
|
![]() |
ერთ-ერთი კუთხე გვინდა ქალაქის ანდა სოფლის, რომელსაც ორი ბგერის გადანაცვლება ყოფნის, წითელკურკიან ხილად რომ გადაიქცეს მყისვე; ახლა კი პასუხს ველი და ყურადღებით გისმენ. |