
ყველა ბავშვს უყვარს პასკა და მოუთმენლად ელოდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომ გემრიელი პასკა და წითელი კვერცხი იგემოს.
პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად. იგი არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. პასკა აგრეთვე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცაა.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№4. 2003წ.
25 აპრილი