სამსჭვალი, რომლითაც ჯვარზე მიალურსმნეს ქრისტე

მეოთხე საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინოს ლოცვითა და ღვაწლით, მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, საქართველოს არ ჰყავდა სამღვდელოება, რომ ხალხი მონათლულიყო. მაშინ მეფემ ბიზანტიის იმპერატორს, კონსკანტინე დიდს სთხოვა დახმარება. იმპერატორს ძლიერ გაუხარდა ქართლის გაქრისტიანება და სამღვდელოებასთან ერთად მცხეთაში წმინდა ძღვენიც გამოაგზავნა. ეს იყო: ორი სამსჭვალი, ანუ ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე მიალურსმნეს და ფიცარი, რომელზეც ფეხები ჰქონდა მიჭედებული მაცხოვარს.