წინასწამეტყველ ელიას ხალენი

ოცდაექვსი საუკუნის წინათ, ისრაელის ქვეყანას წარმართი მეფე - ნაბუქოდონოსორი - დაესხა თავს და სასტიკად ააოხრა. მან მრავალი ებრაელი დახოცა, მრავალიც დაატყვევა. ამ დროს მრავალმა ადამიანმა გაქცევით უშველა თავს. ისინი სხვადასხვა ქვეყნებს შეეხიზნენ. ებრაელ ლტოლვილთა ერთი ნაწილი ქართლში ჩამოვიდა და მცხეთის მამასახლისისაგან იქ დასახლების ნებართვა ითხოვა. ქართველებს უარი არ უთქვამთ და ებრაელებს მცხეთის ერთი უბანი გადასცეს საცხოვრებლად. სწორედ ებრალეთა ამ ნაკადმა ჩამოაბრძანა საქართველოში წმინდა წინასწარმეტყველ ელიას ხალენი, ანუ მოსასხამი, რომელიც დღემდე საქართველოში, კერძოდ, სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხეველშია დაბრძანებული.