არა, ზენონს არ შეუძლია ტანჯვის ატანა

ღირსი მამა ზენონი პალესტინაში მოგზაურობდა. სიცხისა და შიმშილის გამო მოგზაურობა ძალზე დამქანცველი იყო. ერთხელ, დაღლილი, ბოსტნის ახლოს ჩამოჯდა, რომ პურის ნატეხი ეჭამა. უცებ აზრმა გაუელვა, სხვის ბოსტანში კიტრი მოეწყვიტა. „რა მოხდება, ეს ხომ ძალზე უმნიშვნელოა, ერთი კიტრი არაფერია!“ მაგრამ შეშინებულმა საკუთარ თავს იმავე წამს შეახსენა: „მპარავნი ხომ სატანჯველს მიეცემიან. ასე რომ, ზენონ, გამოსცადე საკუთარი თავი, შეგიძლია ტანჯვის ატანა?!“ ამ სიტყვებით თაკარა მზეზე დაჯდა და უჭმელ-უსმელმა ხუთი დღე ასე გაატარა. ბოლოს, სიცხისაგან ძალ-ღონე გამოლეულმა, დაასკვნა: „არა, ზენონს არ შეუძლია ტანჯვის ატანა, ამიტომ სხვისი კიტრი არ უნდა შეჭამოს!“

ასე, ჩემო კარგებო, თქვენც მოერიდეთ სხვისი ხიდან ნაყოფის მოწყვეტას, გაიხსენეთ ღირსი მამა ზენონი, არ დაგრჩეთ თვალი სხვის საკუთრებაზე, წუთიერი სიამოვნებისათვის ნუ იქურდებთ. ქურდობა ხომ ასე ძალიან არ უყვარს ღმერთს, რადგან ის მძიმე ცოდვაა. ხომ გაგიგონიათ, აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო.

წიგნიდან
„კეთილმსახურების სასწავლებელი“