უმჯობესია არ იმეფონ, ვიდრე უგუნურად იმეფონ

ღირსი არსენი დიდი, როგორც უაღრესად ბრძენი და კეთილმსახური ადამიანი, მეფე თჱოდოსიმ თავისი შვილების, არკადისა და ონორის აღმზრდელად მიიწვია კონსტანტინეპოლში. ღირის არსენი უფლისწულებს საგანგებო პატივს მიაგებდა და ამიტომ მათ თავმდაბლობის გამო ფეხზე მდგარი ამეცადინებდა. მისი მოწაფეები კი, რიგორც უფლისწულები, რბილ სავაძლებში იყვნენ მოკალათებულნი.

ერთხელ, შემთხვევით, დარბაზში მეფე შემოვიდა. არკადი და ონორი დამსხდრები, ხოლო არსენი ფეხზე მდგომი დაინახა, ძლიერ განაწყენდა და არსენი დიდს უსაყვედურა: „ეს გთჴოვე მე შენ? ხომ შევთანხმდით, რომ შემ, როგორც მეორე მამა, მათ უფლისწულებად კი არა, საკუთარ შვილებად მიიღებდი?“

„ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, - თავმდაბლობით მიუგო არსენი დიდმა, - ყმაწვილებს სწავლა სჭირდებათ, უფლისწულებს კი - პატივი“.

არსენის პასუხმა თეოდოსი კიდევ უფრო გაანაწყენა. მან სასწრაფოდ ჩამოხსნა სამეფო ნიშნები შვილებს, თითქმის ძალით დასვა მასწავლებელი სავარძელში და ყმაწვილებს მის წინაშე დგომა უბრძანა.

„თუ ღვთის შიშით განისწავლებიან, მომავალში ღირსეულად წარუძღვებიან ერს. მაშინ ზეციური განგება მათ მიწიერ სამეფოს მისცემს, თუკი ამატები და ბოროტები იქნებიან, უმჯობესია, არ იმეფონ, ვიდრე უგუნურად იმეფონ. მირჩევნია, ჩემი შვილები სიყრმეშივე დაიხოცონ, ვიდრე სულის წარსაწყმედად და ხალხის საუბედუროდ გაიზარდონ“. - ფიქრობდა დარბაზიდან გამოსული თეოდოსი.

არსენმა გულში აკურთხა მეფე თეოდოსი და იმ დღიდან უფლისწულებს მჯდომარე ასწავლიდა, ისინი კი მის წინაშე ფეხზე იდგნენ.

ბავშვებო, დამერწმუნეთ, ბედნიერება არ სურს თავისი შვილებისათვის იმ მამას, რომელიც სულ მცირე მიზეზსაც კი აძლევს მათ, იამაყონ თავიანთი სიმდიდრითა და წარმატებულობით.

წიგნიდან
„კეთილმსახურების სასწავლებელი“