სიზმარი

ერთხელ ერთ კაცს ესიზმრა, რომ ზღვის ნაპირზე მაცხოვართან ერთად მიდიოდა, მიდიოდა და მის თვალთახედვაში საკუთარი ცხოვრების სურათები ცოცხლდებოდა, ასე იარეს დიდხანს, შემდეგ მან უკან მოიხედა: ქვიშაში ნათლად ჩანდა მისი და ქრისტეს ნაფეხურები. ცოცხლდებოდა ყველაზე მძიმე და არასასიამოვნო სურათებიც. ამ დროს თუ უკან მოიხედავდა, მხოლოდ ერთი წყვილი ნაფეხური ჩანდა, უფრო დიდი და ღრმა. იგი შეჩერდა, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და მაცხოვარი თავის გვერდით დაინახა.

- უფალო, როდესაც მე შენ გიწამე, შენ მითხარი, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებიო, შენ კი ჩემი ცხოვრების მძიმე დღეებში ჩემთან არ ხარ, მარტო მივდივარ. აი, ნაფეხურები. აქ ხან ოთხი ფეხის, ხან კი მხოლოდ ორის ნაკვალევია.

- არა, მე ყოველთვის შენთან ვარ, - იყო მაცხოვრის პასუხი, - ის ნაკვალევი, რომელიც ერთისაა, ჩემია, უფრო ღრმა კი იმიტომაა, რომ შენ ჩემს მხრებზე გატარებდი ყოველთვის, როცა გიჭირდა.

მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№18(34). 2004წ. 5 ნოემბერი