წმინდა იმპერატორმა კონსტანტინემ*, მას შემდეგ, რაც იგი 306 წელს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად გამოაცხადა ლაშქარმა, თავის უპირველეს მიზნად დაისახა ქრისტიანული სარწმუნოების თავისუფალი აღმსარებლობის დაშვება მისდამი დაქვემდებარებულ ქვეყნებში.
რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში წარმართობის ერთგულ დამცველ მაქსიმიანე გალეროსსა და დასავლეთის მმართველ, სასტიკ და ქრისტიანთა მოძულე მაქსენტიოსს სურდათ იმპერატორის დამხობა და მოკვდინება. მაგრამ კონსტანტინემ დაასწრო მათ და ღვთის შეწევნით ყველა თავისი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
ამ ბრძოლების დროს იგი ევედრებოდა ღმერთს, რაიმე სასწაული ეწყალობებინა მისთვის, რომელიც გაამხნევებდა მის მხედროას. უფალმა შეისმინა მისი და ერთხელაც, გადამწყვეტი ბრძოლის წინადღით მან და მთელმა ლაშქარმა იხილა ცაზე ჯვრის მოკიაფე გამოსახულება, რომელზეც წარწერილი იყო: „ამითი სძლიო!“ (ბერძნულად NIKA)
ღამით იმპერატორს თვით იესო ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და ამცნო, რომ ამ ნიშნით იგი სძლევდა მტერს, მერე უბრძანა სამხედრო ალამი აღემართათ წმიდა ჯვრის გამოსახულებით. კონსტანტინემ აასრულა უფლის ნება და დაამარცხა მტერი.
სწორედ მისი ხელისუფლების ჟამს იყო აღიარებული ქრისტიანული სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად.
ჟურნალი
„ისტორიული მოთხრობები ქრისტიანი წმინდანების ცხოვრებიდან“
თბილისი, 2000
*კონსტანტინე იმპერატორი - ეს სწორედ ის იმპერატორია, რომელმაც ქართლის ახლადმოქცეულ მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ძვირფასი ძღვენი გამოუგზავნა: უფლის სამსჭვალნი, ჯვრის ნაწილი და სხვა სიწმინდენი, იერუსალიმში კი ყველაზე აღმატებული ადგილი - უფლის საფლავი დაუთმო ქართველებს.