კახა კაპანაძე

„ყოველი სული აქებდით უფალსა“

ერთხელ თურმე დავით მეფე ღვთის სადიდებელ ფსალმუნს წერდა. ამ დროს სასახლის შორიახლოს ჭაობში ბაყაყი ყიყინებდა. მისი ყიყინი მეფეს წერაში ხელს უშლიდა, ამიტომ ბრძანება გასცა, ბაყაყი მოეშორებინათ. მაშინ ეს ბაყაყი სამჯერ მივიდა მასთან, დაჯდა მის ნაწერებზე და უთხრა: „თუკი შენ არ მანებებ, რომ უფალი ვადიდო, მაშინ არც მე მოგცემ იმის ნებას, რომ შენ ადიდო ღმერთი“. მაშინ კი მიხვდა მეფე, რომ ყოველი ქმნილება - ადამიანი, ცხოველი, ფრინველი თუ ქვეწარმავალი, ვისაც როგორ შეუძლია, ადიდებს სამყაროს შემოქმედს. კალამი აიღო და დაწერა: „ყოველი სული აქებდით უფალსა“. ეს სიტყვები შემდეგ საეკლესიო საგალობლადაც იქცა.