კაენის დასჯა და სეითის შობა
საშინელი ცოდვა ჰქმნა კაენმა, მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთს არ უნდოდა საუკუნოდ დაღუპვა ამისთანა ბოტორი კაცისაც კი, მას სურდა, სინანულში ჩაეგდო კაენი, ამიტომ გამოეცხადა და ჰკითხა: „კაენ, სად არის შენი ძმა აბელი?“
კაენმა სინანულის მაგივრად ბრიყვულად და ამაყად მიუგო: „რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ!“
მაშინ უფალმა მრისხანედ უთხრა: „ეს რა ჰქმენი! ხმა სისხლისა ძმისა შენისა მიწიდან ამოჰკივის ჩემამდე ზეცას! იყავ წყეული ქვეყანაზე, თრთოდე შიშით და ვერ ჰპოვებდე მოსვენებას მთელ შენს სიცოცხლეში“.
საშინელ ვაებაში ჩავარდნენ საწყალი ადამი და ევა. აბელი მოუკლეს, კაენი შეიქმნა ძმის მკველლი და დაწყევლილი ღვთისაგან, გაანება დედ-მამას თავი, სადღაც შორს გადაიხვეწა და იქ დასახლდა. დარჩა უბედური დედ-მამა უნუგეშოდ.
მაშინ ღმერთმა შეიბრალა ისინი და ნუგეშად მისცა მათ მესამე შვილი, სეითი, რომელიც იყო ღვთისმოყვარე, მორჩილი, სათნო და წყნარი.
/დაბადება 4, 9-12, 25/