პასექი მოახლოვდა. ქრისტე იერუსალიმში მივიდა, ტაძარში შევიდა და ნახა, რომ იქ სამსხვერპლო ცხოველებს ყიდდნენ და ფულის დამხურდავებელნი ისხდნენ. მაშინ მან თოკისაგან გააკეთა შოლტი და ყველანი ტაძრიდან გამორეკა ხარებითა და ცხოველებითურთ; ფულის დამხურდავებლებს დახლები წაუქცია და ფულები დაუფანტა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და სახლსა მამისა ჩემისასა ნუ აქცევთ სავაჭრო სახლად“. ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა სასწაულით დაგვიმტკიცებ ჩვენ, რომ შენ გაქვს უფლება, ასე მოიქცე?“ იესომ მიუგო: „დაარღვიეთ ეს ტაძარი და მე მესამე დღეს აღვადგენ მას“. იესო ქრისტე ამბობდა თავისი სხეულის ტაძარზე, ესე იგი, როცა თქვენ მომკლავთ მე, დაარღვევთ ჩემს სხეულს (ღვთის ტაძარს), მე მესამე დღეს აღვსდგები. განსაკუთრებით ამაში ჩანს ქრისტეს ღვთაებრივი ძალა.
იუდეველებმა მისი სიტყვები ვერ გაიგეს და განშორდნენ მას. პასექის დროს იესომ ბევრი სასწაული მოახდინა და ბევრმა ირწმუნა ის.