ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

ქარიშხლის დაცხრომა

(მათე 8, 23-27; მარკოზი 4, 35-41; ლუკა 8, 22-25)

ერთხელ იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და გალილეის ზღვით წავიდა ღადარინელთა ქვეყანაში. ცურვის დროს მან დაიძინა. უეცრად ატყდა ძლიერი ქარი. ნავი წყლით ივსებოდა. მოწაფეები შეშინდნენ, გააღვიძეს ის და უთხრეს: „უფალო! ვიღუპებით, გვიშველე!“ იესომ უთხრა მათ: „რად შეშინებულხართ, მცირედმოწრმუნენო?“ მერმე ადგა, შერისხა ქარსა და ზღვას და დადგა დიდი მყუდროება. ყველანი გაკვირდნენ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, რომ ქარიც და ზღვაც ემორჩილებიან მას?“