ერთხელ იესო ქრისტე ქალაქ ნაინს მიდიოდა. მას მიჰყვებოდნენ მისი მოწაფეები და მრავალი ხალხი. როცა მიუახლოვდა ქალაქის კარებს, დაინახა, რომ ქალაქიდან დასამარხავად მკვდარს მოასვენებდნენ; ის იყო ქვრივის ერთადერთი ვაჟი. დედა მწარედ ტიროდა. იესოს შეეცოდა ის და უთხრა: „ნუ სტირ“. შემდეგ ცხედართან მივიდა. გამსვენებელნი შეჩერდნენ. მაშინ უფალმა უთხრა: „ჭაბუკო! შენ გეუბნები, აღდეგ!“ მიცვალებული გაცოცხლდა, წამოჯდა და დაიწყო ლაპარაკი. იესომ იგი თავის დედას გადასცა. ყველანი შეშინდნენ, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის, ღმერთმა მოხედა ჩვენს ერს“.