ერთხელ იესო ქრისტე მთაზე ავიდა სალოცავად და მთელ ღამეს ლოცულობდა. როცა გათენდა, დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომელთაც მოციქულები უწოდა. მათი სახელებია: სიმონი, პეტრედ წოდებული და ანდრია, ძმა მისი; იაკობ და იოანე, ზებედეს ძენი; ფილიპე; ბართლომე; მათე და თომა; იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელიც შემდგომ ქრისტეს გამცემელი გახდა.