კაცი რომ თავისი სიმართლით არ იქადდეს და სხვას არ ამდაბლებდეს, ქრისტემ თქვა იგავი მეზვერისა (მებაჟისა) და ფარისევლის შესახებ.
ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. ფარისეველი ლოცულობდა: „ღმერთო! გმადლობ შენ, რომ არა ვარ ისეთი, როგორც სხვები, მტაცებელი, ცრუ, მრუში, აი, როგორიც ეს მებაჟეა; კვირაში ორჯერ ვმარხულობ, მეათედს გწირავ ყოველი ჩემი მონაგებისაგან“. ხოლო მეზვერე უკან იდგა და ვერ ბედავდა ზეცაში ახედვას, მკერდში ხელს ირტყამდა და ამბობდა: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას!“ გეუბნები თქვენ, რომ ეს მეზვერე უფრო გამართლებული წავიდა სახლში, ვიდრე ფარისეველი, რადგან რომელმაც აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს.