ერთხელ დედებს მიჰყავდათ თავიანთი ბავშვები იესო ქრისტესთან, რომ მას დაედო მათზე ხელი და დაელოცა. მოწაფეები არ უშვებდნენ ბავშვებს. იესო ქრისტემ შენიშნა ეს და უთხრა მოწაფეებს: „გამოუშვით ყრმები, რომ მოვიდნენ ჩემთან, რამეთუ მაგათთანებისთვის არის ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ისე არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში“. ამის შემდგომ მან დაადო ხელი და აკურთხა ისინი.