ერთხელ იესო ქრისტე დიდხანს ასწავლიდა ხალხს გალილეის ტბის იქით, ერთ უდაბნოში, და განკურნა მრავალი სნეული. როცა საღამომ მოაწია, მოწაფეებმა უთხრეს მას: „აქ უდაბნო ადგილია და გვიანაა, გაუშვი ხალხი, რომ წავიდნენ სოფელში და იყიდონ საჭმელი“. უფალმა უთხრა: „თქვენ მიეცით საჭმელი“. აქ იყო ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი პური და ორი თევზი ჰქონდა, იესომ თქვა: „ის ხუთი პური მომართვით აქ“. მოწაფეებმა მიუტანეს. უფალმა ახედა ზეცას, აკურთხა პურები, გატეხა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა დაურიგეს ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღნენ. შემდეგ იესოს ბრძანებით შეკრიბეს დანარჩენი ნატეხები და 12 გოდორი აავსეს. იქ ხუთი ათასამდე კაცი იყო დედაკაცებისა და ბავშვების გარდა. მაშინ ხალხმა თქვა: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად“.